ლობოტკა: "ბარსელონასა" და "რეალის" დონეზე ასვლა შეგვიძლია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ სლოვაკეთის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა, დაჯილდოების შემდეგ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ის სიხარული, რასაც განვიცდი, ენით აღუწერელია. სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება ჩემთვის დიდი სტიმულია.

პრიზი "ნაპოლის" გასული სეზონის გამო გადმომეცა. ცოტა უცნაური წელი გამოგვივიდა. სეზონის პირველ ნაწილში ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ, მეორეში - არა. ჩვენ "ნაპოლი" ვართ და არა მადრიდის "რეალი" ან "ბარსელონა", რომლებიც ტიტულებს ხშირად იგებენ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასე იყოს და ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ.

ჩემი მომავალი "ნაპოლიში"? ძალიან ბედნიერი ვარ,
მაგრამ მომავლის წინასწარ განსაზღვრა არავის შეუძლია.

მართალია, ჰამშიკმა სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 8-ჯერ მოიგო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთი სკუდეტოს სანაცვლოდ რვავე ჯილდოს გადმომცემდა", - განაცხადა ლობოტკამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 29 ტურის შემდეგ მე-7 ადგილს იკავებს.

alt"ნაპოლის" ხერხემალს ახლა უჭირს - ლობოტკას შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე

altნეაპოლში წელსაც სკუდეტოზე ფიქრი დაიწყეს - ლობოტკა მორიგ ტრიუმფს უმიზნებს

altაი, ასეთი გოლი გაუტანა ლობოტკამ პორტუგალიის ნაკრებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეც პლანს ეწევა?
გიორგი
00:04 22-03-2024
0
არა.
ობიექტური.
18:24 21-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული