ჟესუსი არ ტყუოდა - რასისტული შეურაცხყოფის გამო აჩერბი იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში "ინტერისა" და "ნაპოლის" (1:1) მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში "პარტენოპეისა" და "ნერაძურის" ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც გაირკვა, იტალიელმა ბრაზილიელს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის გამო იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ აჩერბი განაცხადიდან ამოიღო. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მარტის ბოლოს ამხანაგურ მატჩებს ეკვადორისა და ვენესუელის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.

altსკანდალური ბრალდება აჩერბის - "ნაპოლის" მოთამაშე იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან პასუხს ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ