"მუშაობა აღარ შემიძლია, "ლივერპულს" სეზონის ბოლოს დავტოვებ" - იურგენ კლოპი

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში "ლივერპულმა" იურგენ კლოპის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "სქაუზერებს" დატოვებს.

"ვიცი, რომ რასაც ახლა ვიტყვი, უამრავ ადამიანს შოკში ჩააგდებს, თუმცა "ლივერპულს" ვტოვებ, სეზონის ბოლოს მივდივარ. ენერგიისგან დავიცალე, ახლა პრობლემა არ მაქვს, აბსოლუტურად კარგად ვარ.

მაგრამ ვიცი, რომ მუშაობა აღარ შემიძლია. ამის შესახებ კლუბს ნოემბრის თვეში ვაცნობე", - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, გერმანელმა სპეციალისტმა "ლივერპული" 2015 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, "მერსისაიდელებმა" პრემიერლიგა (ისტორიაში პირველად), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ფიფას საკლუბო
თასი, ინგლისის ლიგის თასი და FA თასი მოიგეს.

alt"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

alt"ძალიან იმედგაცრუებულია" - კლოპი ფირმინოს განაცხადს მიღმა დატოვებას გამოეხმაურა

altკლოპი აღფრთოვანებულია და მოცდას აღარ აპირებს - რას გეგმავს "ლივერპული" ზამთარში კვარაცხელიას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
მალე ვიტყვით-
როს ლივერპული დასტოვა კლოპმა,
მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი.
არადა როგორ მინდოდა ხვიჩა ლივერპუულში კლოპის ხელში. მისგან დიდ ფეხბურთელს გამოძერწავდა. საინტერესოა ვის მოიყვანენ შეუცვლელის შემცვლელად
ვანჩოპე
08:29 27-01-2024
0
იურგენ დაიღლებოდი აბა რა იქნებოდა, მგონი სიზმარშიც რეალი გესიზმრება)))
მამუკა
23:00 26-01-2024
14

სიახლეები პოპულარული