დე ბიაზი, რომლისგანაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ნაკრებიდან გაუშვეს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სარხან ჰაჯიევმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზი აღარ გაწვრთნის.

ჰაჯიევის თქმით, ფედერაციამ შედეგები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია და დარჩენა არც თავად დე ბიაზის სურდა.

ინფორმაციისთვის, იტალიელმა დამრიგებელმა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მთავარ გუნდს 2020 წლიდან მოძღვრავდა, ბელგიასთან წაგებული მატჩის შემდეგ ერთ-ერთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სულელი უწოდა, რის გამოც მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

alt"სულელი ხარ!" - სკანდალი აზერბაიჯანში, ჟურნალისტები საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
აზერბაიჯანის ნაკრები ესენიც ვარსკვლავებს არ წყვეტდნენ რაის ბოდიში
dima
00:30 23-11-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული