"ბალოტელის სამი "ოქროს ბურთის" მოგება შეეძლო" - კევინ პრინს ბოატენგი

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა კევინ პრინს ბოატენგმა TV Play-სთან ინტერვიუში ყოფილ თანაგუნდელზე, მარიო ბალოტელიზე ისაუბრა.

ბოატენგის თქმით, მარიოს რომ ბევრი ევარჯიშა, სამი "ოქროს ბურთის" მოგებას შეძლებდა.

"ბალოტელი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ძალიან მიყვარს, ვფიქრობ, მას 3 "ოქროს ბურთის" მოგება შეეძლო. სამწუხაროა, რომ საკუთარი კარიერა სწორი გზით ვერ წაიყვანა.

მასთან ერთად ვთამაშობდი და ძალიან კარგად მახსოვს, რისი გაკეთებაც შეეძლო, თავის დროზე ხუთ საუკეთესო თავდამსხმელს შორის შედიოდა, ერთადერთი, ვინც ხარისხით მიუახლოვდა, იბრაჰიმოვიჩი გახლდათ" ,- განაცხადა ბოატენგმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიღაცა, რაღაცა სისულელეს დაახეთქებს და პირდაპირ აქ მოარბენინებთ!ეს რა უბედურება გჭირთ!
სოსო
00:07 18-11-2023
2
Utvino mario,oqros burti arvici,magram didi pegburti unda etamasha(sul ragac 2,3 sezoni iyo satanado pormashi)
L.J .
19:02 17-11-2023
0

სიახლეები პოპულარული