მწვრთნელის გათავისუფლება ასე აღნიშნა - ბენზემას ჰეთ-თრიკი და სუპერ ასისტი "აბასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის ჩემპიონატში "ალ იტიჰადმა" "აბას" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში "იტიჰადის" ვარსკვლავმა კარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

38-ე წუთზე ფრანგმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად აქცია, მეორე ტაიმში კი კორონადოს ულამაზესი პასით გაატანინა.

67-ე და 69-ე წუთებზე ბენზემამ მეტოქის კარის აღება ორჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ალ იტიჰადმა" მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვა, ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი სწორედ ბენზემასთან კონფლიქტი დასახელდა. პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანგს უდისციპლინობაში ადანაშაულებდა.

"ალ იტიჰადი" 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

altადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია,

რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?

altსაფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს

alt"ამ სიტყვებით "ჰამასის" პროპაგანდა გაავრცელა!" - ფრანგმა ევროპარლამენტარმა ბენზემა გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კიდე საფრანგეთის მოქალაქეა?
Vito
23:25 21-11-2023
1
აბას კი არა აბასს.
Status quo
20:32 11-11-2023
0

სიახლეები პოპულარული