"კარიერის ბოლო დღემდე და მის შემდეგაც ვიტყვი, რომ ფინალი არ წამიგია" - ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან გასული სეზონის ევროპალიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, "სევილიამ" დედაქალაქელები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, იგი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა "რომას" არ წაუგია.

"კარიერის ბოლო დღემდე და მის შემდეგაც გავაგრძელებ იმის თქმას, რომ ბუდაპეშტის ფინალი არ წაგვიგია. ამას ყველგან და ყოველთვის ვიტყვი.

რაც შეეხება ახალ სეზონს, ევროპალიგაზე ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლებთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა მოურინიომ.

alt"რომას" სუპერმატჩი - მოურინიოს გუნდმა "ემპოლის" 7 უპასუხო გოლი გაუტანა [VIDEO]

alt"ატლეტიკომ" 2,5 მილიონად მოურინიო დაიმატა

altმოურინიო მზადაა

"რომა" დატოვოს და პსჟ-ში გადაბარგდეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტვინი არა სდღნაა ჟოზე
Kvekeskiri
21:43 22-09-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული