პორტუგალიაში მსაჯმა პენალტი სატელეფონო ზარის შემდეგ გააუქმა

AutoSharing Option
უჩვეულო შემთხვევას ჰქონდა ადგილი პორტუგალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში.

"პორტუსა" და "აროკას" მატჩის 90-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. მსაჯი მიგელ ნოგეირა მომენტის გადასამოწმებლად მონიტორთან მივიდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ნახა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის VAR-ს ტელეფონით დაუკავშირდა და თერთმეტმეტრიანი გააუქმა.

არბიტრმა შეხვედრას 19 წუთი დაამატა, 90+17-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ კაი ფაქსი არ დაჭირდა)
გიუშა
15:28 05-09-2023
0

სიახლეები პოპულარული