მოსკოვის "დინამოში" გაგნიძის ერთ-ერთი კონკურენტი იტალიაში ბრუნდება

AutoSharing Option
რუსული პრესის ინფორმაციით, მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველი დიეგო ლაქსალტი იტალიაში დაბრუნებასთან ახლოსაა.

"ჯენოა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს იხდის და მოსკოველებს ბონუსებსაც ჰპირდება.

30 წლის ურუგვაელი გენუურ გუნდში უკვე ასპარეზობდა. მას სერია A-ში ასევე "ემპოლის", "მილანისა" და "ტორინოს" ღირსებაც დაუცვია.

"დინამოში" ის ქართველი ლუკა გაგნიძის ერთ-ერთი კონკურენტია.
ასევე დაგაინტერესებთ