რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში 22 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში "პარი ნიჟნი-ნოვგოროდს" ქულა მოუპოვა - 1:1.

"პარი ნნ" მოსკოვში 0:1 მარცხდებოდა "დინამოსთან", ქუთათელაძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 88-ე წუთზე ანგარიში ქუსლით გატანილი ლამაზი გოლით გაათანაბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა განაცხადა, რომ უფრო გახარებული გამარჯვების შემთხვევაში დარჩებოდა და გოლების გატანა თავდამსხმელის მოვალეობაა.

ქუთათელაძე ბოლოს ფრანგულ "როდეზში" ირიცხებოდა, რომლის რიგებში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ის პრაღის "სპარტას", "ლილისა" და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, "სპარტაკში" კი 2019 წელს ჩაირიცხა. ნიკოლოზს საქართველოს
17-წლამდელთა ნაკრებში 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2021 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო განაცხადში არ იყო ლუკა გაგნიძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მართლაც კარგი გოლი გამოუვიდა, არც ისე დიდი ხნის წინ მქონდა იმედი, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებთა, თუმცა ფაქტია ვერსად მოიკიდა ფეხი. ისე რას ერჩით, უკეთესი შეთავაზებები ჰქონდა და მაინც რუსეთში წავიდა თუ რა? ან მსოფლიოში ყველაზე სამარცხვინო კაპიტანივით წითელი ვარსკვლავი ხომ არ დაიხატა გულზე? თავისას ცდილობს და წარმატებები თუ ქართველად დარჩება და პუტინისტი არ გახდა, თორე დავიჯერო ბოლო დროს ნაკრებს შემოტენილ ტიპებზე ცუდი ქართველია? მეეჭვება!
7
რუსეთში წასულ ყველა ქართველს გაუმარჯოს! აი თქვენ კი "ვითომ ქართველებო" ვინ ჩემი ფეხები ხართ? ლიაკა ხოშტარიას რუსულ რუბლებზე რას იტყვით?
გიო
15:53 16-09-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული