"საბურთალოსთან" მატჩის წინ "სტიაუას" ახალმა მწვრთნელმა გარანტია მოითხოვა

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, "საბურთალოსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "სტიაუას" მწვრთნელი ანტონ პეტრეა გადადგა. დღეს მის ნაცვლად ნიკოლაე დიკა დანიშნეს, რომელიც ამ გუნდს 2017-18 წლებში ედგა სათავეში.

დაბრუნების წინ დიკამ კლუბის პრეზიდენტ ჯიჯი ბეკალის გარანტია მოსთხოვა, რომ მინიმუმ ახალ წლამდე მის საქმიანობაში არ ჩაერევა და კარისკენ არ მიუთითებს. რუმინული მედიის ცნობით, ბეკალიმ პირობა მისცა, თუმცა გაიხსენეს, რომ ასეთივე გარანტია ედი იორდანესკუს სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ პეტრეასაც მისცეს, მაგრამ ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

"სტიაუას" გენერალურმა დირექტორმა მიხაი სტოიკამ დიკა
შეაქო. მან აღნიშნა, რომ 2018 წლის შემდეგ ნიკოლაე, როგორც სპეციალისტი, გაიზარდა, უფრო თვითდაჯერებული გახდა, ცოტას ლაპარაკობს, კონკრეტული ამოცანები გააჩნია, სათამაშო სისტემას შეცვლის და მისი ეიმედება.

სტოიკას თქმით, მწვრთნელის ცვლილება რთულ მომენტში მოხდა, არ იცის, ეს როგორ იმოქმედებს გუნდზე "საბურთალოსთან" დაპირისპირების წინ, მაგრამ პეტრეას წასვლა კარგია, რამეთუ ახალ მწვრთნელს გუნდში ყოველთვის ახალი იდეები მოაქვს.

"სტიაუასა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხეჩომ რაო? ხეჩო იანს უნდა მოგება?
Saburtalo
13:34 27-07-2022
1
ყველა ქვეყანას თავის ფიფია ჰყავს. იმედია სტიაუს შედეგიც ფიფიასეული იქნება. წარმატებები საბურთალოს.
გიზოგ
10:12 27-07-2022
0

სიახლეები პოპულარული