ჯორჯო კიელინი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ 37 წლის წლის მცველი ჯორჯო კიელინი კარიერას MLS-ის ბინადარ "ლოს-ანჟელესში" გააგრძელებს.

ვეტერანი ფეხბურთელი ხელს 1,5-წლიან კონტრაქტს მოაწერს და ის აშშ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ კიელინიმ "იუვენტუსი" ამ ზაფხულს დატოვა. ის ტურინული კლუბის ღირსებას 2005 წლიდან 2022 წლის ჩათვლით იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული