ადამ ჯონსონის ისტორია: რატომ დააკავეს და როგორ გახდა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ციხის დამლაგებელი

AutoSharing Option
გახსოვთ ადამ ჯონსონი? ფეხბურთელი, რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. "მიდლსბროს", "მანჩესტერ სიტისა" და "სანდერლენდის" ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ციხეში ზის.

მივყვეთ თანმიმდევრობით და დავიწყოთ ჯონსონის საფეხბურთო კარიერით.

17 წლის ასაკში ადამმა კარიერა "მიდლსბროში" დაიწყო. მან ამ კლუბში 120 შეხვედრა ჩაატარა, რის შემდეგაც 2010 წელს "მანჩესტერ სიტიმ" 7 მილიონ ფუნტად შეიძინა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"სიტიში" მას კარიერა ვერ აეწყო და შემდეგ "სანდერლენდს" მიაშურა, სადაც კვირაში 60 000 ფუნტს გამოიმუშავებდა.

2016 წელს კი ჯონსონის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ის 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის
გამო დააპატიმრეს.

მან ბრალდება აღიარა და განაცხადა, რომ მსხვერპლს მაშინ შეხვდა, როდესაც 14 წლის იყო.

გოგონა მას მატჩის შემდეგ ავტოგრაფისთვის ელოდებოდა, შემდეგ კი ჯონსონმა მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკი იცოდა, სოციალურ ქსელში გოგონასთან მიმოწერა დაიწყო.

როგორც შემდეგში გაირკვა, მეორე შეხვედრაზე ადამს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

ჯონსონს მშობლები ბოლომდე უჭერდნენ მხარს და გულშემატკივრებს სთხოვეს სოციალურ ქსელში პროფილის ფოტოზე მისი სურათი დაეყენებინათ, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

ყოფილ ფეხბურთელს 6 წელი აქვს მისჯილი და მას ციხიდან გამოსვლა 2019 წლის მარტში უწევს, შემდეგ 3 წელი კი მან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე უნდა შეასრულოს.

როგორც ცნობილია, ჯონსონი თავდაპირველად ლიდსის ციხეში იყო, თუმცა პატიმრებთან ცუდი ურთიერთობის გამო ის სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფეხბურთელი, რომელიც მილიონებს გამოიმუშავებდა და დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, დღეს ციხეში ტუალეტებს ალაგებს.

ჯონსონი 30 წლისაა და როდესაც ციხიდან გამოვა უკვე 31-ის იქნება. ის ციხეშიც ვარჯიშობს და პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას აპირებს.

▶ ადამ ჯონსონი ციხეში დალაქად მუშაობს და კვირაში 20 ფუნტს იღებს
▶ ადამ ჯონსონი ციხის საშხაპეში სამართებლით დაჭრეს
▶ ადამ ჯონსონი შველას ითხოვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული