"მანჩესტერ სიტის" ფანმა მანჩესტერულ დერბიზე ძმასთან ნაძლევი დადო და მეუღლე წააგო...

AutoSharing Option
ეს გაუგონარი და ამორალური ამბავი ტანზანიაში მოხდა, სადაც თურმე, ღვიძლი ძმები ამანტი სტენლი და ტონი შილე ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან: პირველი "მანჩესტერ სიტის" ქომაგია, მეორე კი "მანჩესტერის". ჰოდა, ნაძლევი დადეს. კერძოდ, სტენლი დარწმუნებული იყო, რომ "ქალაქელები" ჩემპიონები მანჩესტერულ დერბიში გახდებოდნენ და ფსონში მეუღლეს ჩავიდა. იგივე გააკეთა შილემ, ოღონდ ის მოგებული იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუ "მანიუ" გაიმარჯვებდა.

ეს ყველაფერი კი მათ ნოტარიულად გააფორმეს. აი, სტენლის წერილი: "მე, ამანდი სტენლი, საღ გონებაზე მყოფი, ვწერ ამ წერილს და პირობას ვდებ, გადავცე ჩემი მეუღლე
ჩემს ძმას ერთი კვირით, თუ "მანჩესტერ სიტი" "მანჩესტერთან" მატჩში ვერ გახდება ინგლისის ჩემპიონი. ამ ხელშეკრულებას ძალდაუტანებლად ვწერ".

როგორც იცით, ეს დაძაბული შეხვედრა "იუნაიტედმა" 3:2 მოიგო და სტენლის თანამეცხედრე მფლობელობაში ერთი კვირით მის სახლიკაცს გადაეცა. ჰოდა, ახლა, როდესაც ამ წერილს აგრერიგი გაფაციცებით კითხულობთ, შილე თავის რძალს "ნოტარიულად აფორმებს", ძალდაუტანებლად...
მკითხველის კომენტარები / 4 /
და ესენი რომ ჩამოვლენ თბილისში ... ფეხბურთს რომ ითამაშებენ ნიძლავზე ... ჩვენ რომ შეგვავიწროვებენ და თამაშის საშუალებას არ მოგვცემენ რა ვქნათ? ტანზანიაში წავიდეთ ჩვენი ბნელით მოცული არასამთავრობოების შიშით?
მიხაკო
10:01 11-04-2018
2
ყვითელი პრესა... მეგონა ოდნავ უფრო მაღალ დონეზე იყავით...
Lasha
09:43 11-04-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული