ხორხე სამპაოლი: ესპანეთმა სილა გაგვაწნა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ესპანეთთან (1:6) ამხანაგურ მატჩში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ამ თამაშზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. არ შეიძლება მსგავსი რამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდეს. ესპანეთმა სილა გაგვაწნა, ამიტომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ეს არატიპური შედეგია, რომელმაც შესაძლოა, მწვრთნელის პერსპექტივაზე იმოქმედოს. ეს მატჩი ნაწილებად უნდა დავშალო და დეტალურად გავაანალიზო. ემოციური პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ. ასეთ მძლავრ მეტოქეს არ ველოდით.

მეორე ტაიმში ესპანეთმა გაგვაოცა სწორხაზოვანი შეტევებით. ძალიან სწრაფი გოლები გავუშვით, რომელმაც ამ სიტუაციამდე მიგვიყვანა.

ჩვენი მიზანი იყო, მეტად დაგვეცვა თავი ბურთის ფლობასთან
ერთად, მაგრამ დაცვაში ისეთი თამაში არ გვიჩვენებია, რომ შემდეგ ბალანსი დაგვეცვა", - თქვა სამპაოლიმ.


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ