ესენი აპირებენ მუნდიალის მოგებას? - არგენტინა მესის გარეშე ესპანეთთან გაბითურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ესპანეთმა შავი დღე აყარა არგენტინას - 6:1. ჰეთ-თრიკი ისკომ შეასრულა (ეს კარიერაში მისი პირველი ჰეთ-თრიკია), რომელსაც "რეალში" სისტემატურად არ ათამაშებენ, თითო-თითო გოლი კი ვერცხლისქვეყნელებს დიეგო კოშტამ, ტიაგომ და იაგო ასპასმა გაუტანეს. ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი ნიკოლას ოტამენდია.

კი იყო გამოცხადებული, რომ ლეო მესი ითამაშებდა, მაგრამ როგორც იუწყეს, მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს და შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. აშკარაა, სეზონის ბოლოსთვის ლიონელი თავს უფრთხილდება და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ძალებს ზოგავს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მესი მარადონაზე დიდია. ამას ელემენტარული სტატისტიკაც მოწმობს და ვისაც ორივე მინახავს, გთხოვთ დამიჯეროთ. მსოფლიო თასზე გაცილებით დიდი შეჯიბრი ჩემპიონთა ლიგა აქვს მესის 4-ჯერ მოგებული. მარადონას არა.
Zviad
03:38 29-03-2018
2
მე ქართველის, ანუ ჟურნალისტის ,,ვინც ვერ ახერხებას ქართულად წერას კითხვას და ლაპარაკს** ,,მუნდიალი** კი არა და ,,მსოფლიო ჩემპიონატი** ,,რეფერი** კი არა და ,,მსაჯი** ,,სეივი გააკეთა** კი არა და ,,ბურთი აიღო-დაიჭირა** და ა.შ. გეიგეთ?????????
კოტე
16:28 28-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული