დიეგო კოშტა: დღეს არგენტინელებმა ნახეს, რას წარმოადგენს მათი ნაკრები მესის გარეშე

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა დიეგო კოშტამ არგენტინის ნაკრებთან (6:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"არგენტინაში უყვართ მესის გაკრიტიკება. დღეს მათ ნახეს, რას წარმოადგენს ნაკრები მის გარეშე.

არგენტინელებმა მესიზე უნდა ილოცონ, მისი მადლიერები უნდა იყვნენ.

მესი რომ არ ჰყავდეთ, საქმეს ბოლომდე როგორ მიიყვანდნენ?", - თქვა კოშტამ.


მომზადებულია 101 Great Goals-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ არის საუბარი მხოლოდ ერთ ტამაშზე. მთელი შესარჩევი ტურნირის დროს მსვენივრად გამოჩნდა რას წარმოადგენს არგენტინა მესის გარეშე. იმდენი ქულები დაკარგეს იმ მატჩებში, სადაც იგი არ იყო, რომ საერთოდაც ვერ ხვდებოდნენ მუნდიალზე და ბოლო თამაშსაც წაააგებდნენ მესის ჰეთ თრიკი რომ არა. კრიშტიანოსთან (რონმელის დიდ ფეხბურტელობას არავინ უარყოფს)შედარება არაა რადგან მის გარეშე ფინალი ისე მოიგო პორტუგალიამ, მისი არყოფნა დიდად არც დატყობია.
არტი
15:26 28-03-2018
0
ესპანეთი - საქართველო 0-1
ესპანეთი - არგენტინა 6-1

წარმომიდგენია არგენტინას რას ვუზამთ! :დ
ქუთაისელი
13:55 28-03-2018
0

სიახლეები პოპულარული