ედუარდო ბერიცო კიბოსგან განიკურნა და სამუშაოდ მზადაა

AutoSharing Option
TyC Sports-ი იუწყება, რომ "სევილიას" ყოფილმა მწვრთნელმა ედუარდო ბერიცომ კიბო დაამარცხა და სამუშაოდ მზადაა.

ედუარდოს ოპერაცია 29 ნოემბერს გაუკეთეს, დეკემბერში კი ანდალუსიურმა კლუბმა გუნდის უხეირო თამაშისათვის გადააყენა.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ის ოპერაციის შემდეგ თერაპიას არ საჭიროებს. ანალიზებმა აჩვენა, რომ ბერიცო განიკურნა.

"ავადმყოფობას არ დავნებდი და ახლა კარგად ვარ. მინდა, სამუშაოს დავუბრუნდე. სრულიად ჯანმრთელი ვარ. ამჟამად ვისვენებ, მაგრამ მალე ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდები, - განაცხადა 48 წლის არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული