ფიფამ ნეიმარს "ბარსელონას" მიერ 40-მილიონიანი ბონუსის გადახდაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
Qué t’hi jugues-ის ცნობით, ფიფამ პსჟ-ს თავდამსხმელს ნეიმარს "ბარსელონას" მიერ 40-მილიონევროიანი ბონუსის გადახდაზე უარი უთხრა.

ბრაზილიელი ფორვარდი 2016 წელს გაგრძელებული კონტრაქტისათვის "ბარსელონასგან" ბონუსს ითხოვს, ფიფამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ახლა სასამართლოში იჩივლებს.

თავის მხრივ ხელშეკრულების დარღვევისა და ზარალის ასანაზღაურებლად ფეხბურთელს "ბარსამ" სასამართლოში უჩივლა და 75 მილიონს ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული