კრიშტიანო რონალდოს თავისი და ამხნევებს

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელი რონალდო ინსტაგრამიდან თავისმა დამ კატია ავეირომ გაამხნევა:"12 წლისა ლისაბონში თვალცრემლიანი ჩახვედი. მაშინ უბრალოდ მადეირელი ბიჭი იყავი. 5 წელიწადში კი "სპორტინგის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდი.

"მანჩესტერში" შიშით გადახვედი, რადგან დიდ გუნდში შეიძლებოდა დაკარგულიყავი, მაგრამ 6 წელიწადში 118 გოლი გაიტანე.

"რეალში" მაისურების გასაყიდი ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყავი, თუმცა 442 გოლი გაიტანე, მრავალი რეკორდი დაამხე, 5 "ოქროს ბურთი" მოიგე და პორტუგალიის კაპიტნის რანგში ევროპირველობის გამარჯვებული გახდი.

და ახლა, როდესაც ზედიზედ რამოდენიმე მატჩში ვერ გაიტანე გოლი, ყველაზე მეტად გაკრიტიკებენ...

დარწმუნებული ვარ დაბრუნდები, ნუ
აქცევ ყურადღებას კრიტიკას".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული