ზე ლუიში: რუსეთში ქრთამი ნორმალურია, ხოლო პორტუგალიაში ამის გამო დაგიჭერენ

AutoSharing Option
ფოტო: მარცხნიდან პირველი ზე ლუიში

მოსკოვის "სპარტაკის" ლეგიონერმა და ჯანო ანანიძის თანაგუნდელმა ზე ლუიშმა რუსეთში სამართალდამცველებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

- ადგილობრივ პოლიციასთან შეხება თუ გქონიათ?
- ისინი სულ მაჩერებენ, ყოველდღე, ზოგჯერ დღეში ორჯერ. ჯერ ერთი პოლიციელი, 200 მეტრის შემდეგ - მეორე. პასპორტს მართმევენ, თავიანთ მანქანაში მსვამენ. ვზივარ და არაფერს ვაკეთებ 30 წუთი, სანამ ისინი ჩემს ავტომობილს ამოწმებენ. აზრი არ აქვს ახსნას, რომ მე ფეხბურთელი ვარ და ნარკოტიკებს არ მოვიხმარ. მათთვის სულ ერთია, არაფერი ესმით და სულელურად მაკარგვინებენ დროს.

- ქრთამის მიცემა
გიცდიათ?

- დიახ, როგორც მივხვდი, ეს აქ ჩვეულებრივი ამბავია. პოლიცია არ გაგიშვებს, თუ არ გადაუხადე. ერთხელ მანქანა გავაჩერე სავაჭრო ცენტრთან ახლოს. კი ბატონო, არასწორ ადგილას დავაყენე, მაგრამ სულ რაღაც 5 წუთით გავედი, რომ ფეხსაცმელი წამომეღო. როცა გამოვედი, მანქანასთან პოლიცია და ევაკუატორი დამხვდა. ვეუბნები: "სულ რაღაც 5 წუთით გავედი". ისინი მეუბნებიან: "არა, მორჩა, მიგვყავს". მომიწია, 10 ათასი რუბლი მიმეცა. ქრთამი გამომართვეს და მითხრეს: "მოუსვი მალე აქედან და შენი მანქანაც წაიყვანე".

- მსგავსი რამ პორტუგალიაში ხდება?
- რას ამბობთ?! იქ რომ ქრთამი შესთავაზო, უმალვე ციხეში ჩაგსვამენ. ხოლო რუსეთში ეს ნორმალურია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაა?
გიბო
15:59 24-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული