რომელუ ლუკაკუ 24 წლის ასაკში ბელგიის ნაკრების ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ იაპონიასთან (1:0) ამხანაგურ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ეს ბურთი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდისთვის ნაკრებში 31-ე გატანილი გოლი გახდა. ამ მაჩვენებლით ლუკაკუ ბელგიის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ლუკაკუმ ბერნარდ ვორჰოფსა და პოლ ვან ხიმსტს აჯობა, რომლებსაც 30-30 გოლი აქვთ გატანილი.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით