"ჩელსიმ" ლუკაკუს სასწრაფოდ გუნდიდან წასვლა მოსთხოვა

AutoSharing Option
talksport-ი წერს, რომ "ჩელსიმ" გუნდის ფორვარდ რომელუ ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, რომ ახალი გუნდი აუცილებლად იპოვოს.

ბელგიელით დაინტერესებული საუდის არაბეთის რამდენიმე გუნდია. მათ გარდა, 30 წლის თავდამსხმელის შეძენას ტურინის "იუვენტუსიც" ცდილობდა, მაგრამ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარით "ინტერში" გაატარა, თუმცა "ნერაძურიმ" ბელგიელი ფეხბურთელი არ გამოისყიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული