ლუკაკუ "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
რომელუ ლუკაკუ, დიდი ალბათობით, კარიერას "რომაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბელგიელი დედაქალაქურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება. მოგეხსენებათ, 29 წლის ფორვარდის დამატება "იუვენტუსსაც" სურდა, თუმცა თავად მოთამაშემ კარიერის გაგრძელება "რომაში" ამჯობინა.

ლუკაკუ "ჩელსიში" 2021 წელს "ინტერიდან", 97.5 მილიონის სანაცვლოდ დაბრუნდა, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და იჯარის წესით კვლავ "ნერაძურის" მიაშურა.

alt"ჩელსიმ" ლუკაკუს სასწრაფოდ გუნდიდან წასვლა მოსთხოვა

alt"იუვენტუსში" მიმავალ ლუკაკუს მოღალატე ამჯერად ძანეტიმ უწოდა

altგაცვლასთან ახლოს - ვლაჰოვიჩისა და ლუკაკუს ბარტერი, დიდი ალბათობით, შედგება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული