კილიან მბაპე Golden Boy-ს მფლობელი გახდა

AutoSharing Option
ევროპის 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე აღიარეს.

18 წლის ფრანგი Golden Boy-ს მფლობელი გახდა.

გასულ სეზონში მბაპემ "მონაკოს" მაისურით 44 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ზაფხულში ის პსჟ-ში იჯარის წესით გადავიდა. ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ, თანხად კი 180 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, რომ Golden Boy-ს ჯილდო ევროპის 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს ეძლევა, რომელსაც იტალიური გამოცემა Tuttosport-ი გადასცემს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული