"შკოდას" ფეხბურთელმა მსაჯს გამაშზე ბუცი შეაწმინდა და გაფრთხილება მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
საბერძნეთის პირველობის მე-7 ტურში ქსანთიში ადგილობრივი "შკოდასა" და ათენის აეკ-ის მატჩი 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრის მე-40 წუთზე სტუმართა კარში საჯარიმო დაინიშნა, მსაჯმა იოანის პაპადოპულოსმა დასარტყმელი ადგილი სპრეით მონიშნა, მასპინძელთა გუნდის 30 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრიტომ კი ხუმრობით, ვითომ იწმენდდა, ბუცი არბიტრს გამაშზე ოდნავ მიადო და ყვითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ბრიტომ საჯარიმოდან გოლი გაიტანა, რეფერიმ კი მეორე ტაიმში მისი ორი თანაგუნდელი გააძევა. ამას გარდა, პაპადოპულოსმა მასპინძელთა 4 და სტუმართა 5 ფეხბურთელი გააფრთხილა.

"შკოდა" 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე
ადგილზეა, აეკ-ი კი 14-ით მეორეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული