მოსკოვის "არარატი" არსებობას წყვეტს, ანუ როგორ მოპარა სომეხმა სომეხს ფული

AutoSharing Option
ამას წინათ გაუწყეთ, რუსეთის მეორე ლიგის მოსკოვის "არარატის" (!) პრეზიდენტი ვალერი ოგანესიანი (სურათზე) ავადმყოფობის მომიზეზებით რომ გადადგა და რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოში გამოემგზავრა, იქამდე კი კლუბის ანგარიშიდან 20 მილიონი რუბლი (345 ათასი დოლარი) "გააიმასქნა". მერე ვალერამ თავი იმართლა, არ გადავმდგარვარ, კლუბის დამფუძნებელი მე ვარ და საკუთარ ფულს როგორ მოვიპარავდიო?

championat.com-ი იუწყება, რომ საქართველოში მყოფმა ოგანესიანმა მოსკოვში თავისი წარმომადგენლები აფრინა და "არარატის" ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კლუბის გამოსყიდვა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

დღეს გუნდის მწვრთნელმა ალექსანდრ გრიგორიანმა "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ ფინანსების საქმე
"ფინთადა" აქვთ, 8 სექტემბერს "რიაზანთან" უკანასკნელ მატჩს ჩაატარებენ და "არარატი" დაიშლება.

ამ ყველაფერზე კომენტარი გააკეთა ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა - უბრალოდ, გასაოცარი ისტორიაა, სომეხმა სომეხს ფული მოპარა, სამარცხვინო და სასაცილოაო.

მოკლედ, მარტში შექმნილი ეს უცნაური კლუბი ასევე უცნაურადვე დაასრულებს თავის უდღეურ არსებობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული