"ფაკელის" მწვრთნელს მატჩისას შეურაცხყოფა მიაყენეს - მამალი გადაუგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვორონეჟში, "ფაკელისა" და "ლუჩ-ენერგიის" მატჩისას, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელს ალექსანდრ გრიგორიანს, სტუმართა გუნდის ფანმა, ალექსანდრემ სათადარიგოთა სკამთან ტრიბუნიდან მამალი გადაუგდო.

ამან გრიგორიანი წყობილებიდან გამოიყვანა და ჟურნალისტებს შესჩივლა:"ეს მიზანმიმართული აქციაა, ვლადივოსტოკიდან ჩამოვიდა ჩემთვის შეურაცხყოფის მოსაყენებლად. მთელ სტადიონზე გაჰყვირიან, რომ "პეტუხი" ვარ. რა, არ იცით, რას ნიშნავს "პეტუხობა"? წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღით ციხეში ჩავაჯენ".

ალექსანდრემ კი განაცხადა, რომ ქათამი ბაზარში შეიძინა, მისი გადაგდებისთვის დააჯარიმეს, თამაშებზე დასწრება აუკრძალეს, მაგრამ არაფერს არ ნანობს და ეს ამად უღირდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული