როტენი: მესის თავში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა RMC-ზე გადაცემა Rothen s’enflamme-ში ლეო მესი გააკრიტიკა:

"გაიხსენეთ დღე, როდესაც ვარჯიშიდან წავიდა. კლუბმა ეს მიაჩუმათა, ვითომ ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმა ჰქონდა. ეს ყველაფერი არასწორი იყო, ძალიან არასწორი. მესის მობეზრდა ის, რასაც ვარჯიშზე აკეთებდნენ.

მას თავში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა, ამიტომ მიატოვა ვარჯიში. გასახდელში გავიდა, შხაპი მიიღო და წავიდა. ეს აჩვენებს, როგორ ძლიერ არ სცემდა პატივს მწვრთნელს და თანაგუნდელებს.

უნდოდა ხშირად შეეცვალათ ვარჯიშის ტემპი. დილით ვარჯიში არ სურდა. პერსონალს რამდენიმეჯერ უთხრა, რომ დილით ვარჯიში კარგი არ
იყო - დღის მეორე ნახევარში იყო საჭირო ვარჯიში. საბედნიეროდ, პერსონალი არ ნებდებოდა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სინამდვილეში დილით ვარჯიშს არაფერი სჯობს. ფიზიოლოგიურად სისხლი იწმინდება ახალი ჟანგბადით. მესი უბრალოდ დაბერდა...
ლაშა
22:29 09-06-2023
31

სიახლეები პოპულარული