ლი­გა 1. XXXI ტუ­რის წინ: მბა­პე ყო­ფი­ლი გუნ­დის წი­ნა­აღ­მ­დეგ

AutoSharing Option
ამ ტურ­ში "პა­რი სენჟერ­მე­ნი" არ თა­მა­შობს, ხო­ლო ჩემ­პი­ონ "მო­ნა­კოს" მატ­ჩი 4 აპ­რილს აქვს "რე­ნის" წი­ნა­აღ­მ­დეგ.

ამის მი­ზე­ზი საფ­რან­გე­თის ლი­გის თა­სის ფი­ნა­ლია კი­ლი­ან მბა­პეს ახა­ლი და ძვე­ლი გუნ­დე­ბი 31 მარტს ერ­თ­მა­ნეთს ბორ­დო­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

უნე­ი­მა­რო პსჟმ ის შეხ­ვედ­რა უკ­ვე ითა­მა­შა და ახ­ლა "მო­ნა­კოს" 17 ქუ­ლით უს­წ­რებს. უნაი ემე­რის გუნდს ჩემ­პი­ო­ნატ­ში 7 ტუ­რი­ღა დარ­ჩა და თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია სა­თა­სო ბა­ტა­ლი­ებ­ზე გა­და­ერ­თოს. რა თქმა უნ­და, ლი­გის თა­სის ფი­ნა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კი­ლი­ან მბა­პეს­თ­ვი­საა, რო­მე­ლიც პსჟში სწო­რედ მი­სი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი "მო­ნა­კო­დან" გა­და­ვი­და. გა­სუ­ლი სე­ზო­ნის ლი­გის თა­სის ფი­ნა­ლიც ამა­ვე გუნ­დებს
შო­რის გა­ი­მარ­თა, მა­შინ მბა­პე "მო­ნა­კო­ში" ირ­ჯე­ბო­და და პსჟმ 4:1 იმარ­ჯ­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ჩემ­პი­ო­ნატს, მე3 ად­გილ­ზე მყო­ფი "მარ­სე­ლი" ტურს სტუმ­რად "დი­ჟონ­თან" და­პი­რის­პი­რე­ბით ხსნის, ხო­ლო "ლი­ო­ნი" "ტუ­ლუზს" მას­პინ­ძ­ლობს. "ლი­ო­ნი" მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვის, რო­მელ­საც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საგ­ზუ­რი მო­აქვს.

ფაქ­ტე­ბი
  • "მონ­პე­ლი­ემ" ბო­ლო 5 ტუ­რი ფრედ და­ას­რუ­ლა.
  • "ტუ­ლუზ­მა" ბო­ლო 30 სა­გა­რეო მატ­ჩი­დან 27ში ვერ შეძ­ლო მო­გე­ბა.
  • "დი­ჟონ­მა" ბო­ლო 3 ტურ­ში ფრედ ითა­მა­შა.
  • "ლი­ონს" ლი­გა 1ში ბო­ლო 5 ტუ­რია, რაც არ წა­უ­გია.
  • "სენტ ეტი­ე­ნი" 8 ტუ­რია, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია.

ლი­გა 1. XXXI ტუ­რი
შა­ბა­თი, 31 მარ­ტი
დი­ჟო­ნი-მარ­სე­ლი 19:00

კვი­რა, 1 აპ­რი­ლი
გენ­გა­მი-ბორ­დო 17:00
კა­ე­ნი-მონ­პე­ლიე 19:00
ლი­ლი-ამი­ე­ნი 19:00
ნან­ტი-სენტ ეტი­ე­ნი 19:00
სტრას­ბუ­რი-მე­ცი 19:00
ტრუა-ნი­ცა 19:00
ლი­ო­ნი-ტუ­ლუ­ზი 23:00

ოთხ­შა­ბა­თი, 4 აპ­რი­ლი
რე­ნი-მო­ნა­კო 20:45

ბომ­ბარ­დი­რე­ბი: 24 ედინ­სონ კა­ვა­ნი (პსჟ); 19 ნე­ი­მა­რი (პსჟ); 17 რა­და­მელ ფალ­კაო (მო­ნა­კო); 16 ფლო­რი­ან ტო­ვე­ნი (მარ­სე­ლი), მა­რი­ა­ნო დი­ა­სი (ლი­ო­ნი), კარლ ტო­კო ეკამ­ბი (ან­ჟე­რი); ნა­ბილ ფე­კი­რი (ლი­ო­ნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული