ლიგა 1. XIV ტური: ყველაფერი გადაწყდა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საფრანგეთის ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია? ალბათ, საამისოდ ძალიან ადრეა, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენმა" წუხელ "მონაკოს" მისსავე მოედანზე 2:1 მოუგო და დევნის ხალისი გაუნელა. 14 ტურის შემდეგ მულტივარსკვლავური პსჟ უკვე 9 ქულით უსწრებს "მონაკოს".

"ლილში" უთავბოლო სიტუაციაა - მარსელო ბიელსა დროებით ჩამოშორებულია გუნდის თავკაცობას, "ძაღლები" კი "მონპელიესთან" მატჩისთვის მწვრთნელთა ოთხეულმა მოამზადა. ასეთ ექსპერიმენტებს ხეირი ჯერ არავისთვის მოუტანია და აბა, "ლილი" რატომ იქნებოდა გამონაკლისი? მით უფრო, რომ "მონპელიეს" დაცვა სალი კლდესავით მაგარია ამ სეზონში. შედეგად, 3:0 "მონპელიეს" სასარგებლოდ
და ჩრდილოელები ცხრილში მხოლოდ უსუსურ "მეცს" უსწრებენ. გუნდი, რომელსაც ფავორიტთა შორის ასახელებდნენ სეზონის წინ, გავარდნის პირასაა.

ბრეტონულ დერბიში ვაჰბი ხაზრის დუბლის წყალობით "რენმა" 2:1 აჯობა კლაუდიო რანიერის "ნანტს". ამ თამაშში "რენს" დიდად წაადგა გამოჯანმრთელებული იოან გურკუფის გამოცდილება.

"ლიონი" და მისი ლიდერი მემფის დეპაი საოცარ ფორმაში არიან. გუშინ "ლიონმა" სტუმრად 5:0 გაანადგურა "ნიცა". დეპაიმ დუბლი შეასრულა.
"მარსელმა" "ველოდრომზე" მინიმალურად იმარჯვა და ლიდერთა ჯგუფს არ ჩამორჩა.

ფაქტები

  • "მონპელიემ" ამ სეზონში მე-8 "მშრალი" მატჩი ითამაშა. გუნდს სეზონში მხოლოდ 8 გოლი აქვს გაშვებული.
  • "ამიენმა" ზედიზედ მეექვსე მატჩში არ წააგო.
  • ჟერემი გრიმმა (სტრასბური) კარიერაში პირველად ითამაშა ლიგა 1-ის მატჩი სასტარტოში. ფეხბურთელი 30 წლისაა.
  • "რენმა" ბოლო 8 ბრეტონული დერბიდან ერთიც არ წააგო "ნანტთან" - 4 მოგება, 4 ფრე.
  • "ლილმა" პირველ ნახევარ საათში სამი უპასუხო გოლი 21-ე საუკუნეში მხოლოდ მეორედ გაუშვა.
  • მემფის დეპაიმ (ლიონი) ამ სეზონში რვავე გოლი სტუმრად გაიტანა.
  • "ლიონმა" პირველი ტაიმი 4:0 ბოლოს 2003 წელს მოიგო.
  • "მარსელს" 9 ტურია არ წაუგია. ბოლოს გუნდმა სექტემბერში "რენთან" დათმო - 1:3.
  • "ლიონმა" ბოლო 18 ტურში მხოლოდ ერთხელ წააგო (ისიც პსჟ-სთან).

სენტ ეტიენი-სტრასბური 2:2
გოლები: 1:0 ერნანი (41), 1:1 აჰოლუ (45), 2:1 მონე-პაკე (56), 2:2 მარტენი (63-პენ)

რენი-ნანტი 2:1
გოლები: 1:0 ხაზრი (51), 1:1 სალა (73-პენ), 2:1 ხაზრი (88)
გაძევება: პალოა (57. ნანტი)

კაენი-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 სანტინი (23)

დიჟონი-ტულუზი 3:1
გოლები: 1:0 კვონი (42), 2:0 ქსეკა (57), 3:0 საიდი (64), 3:1 დელორი (71)
გამოუყენებელი პენალტი: გრადელი (5. ტულუზი)

მეცი-ამიენი 0:2
გოლები: 0:1 კონატე (29), 0:2 ზუნგუ (66)

მონპელიე-ლილი 3:0
გოლები: 1:0 რუსილიონი (5), 2:0 სიო (26), 3:0 ნინგა (31)

ტრუა-ანჟერი 3:0
გოლები: 1:0 ქაუი (12), 2:0 სუკი (45+2), 3:0 თომასი (84. ს. კ.)

ნიცა-ლიონი 0:5
გოლები: 0:1 დეპაი (5), 0:2 კორნე (20), 0:3 მარიანო დიასი (27), 0:4 დეპაი (38), 0:5 მაოლიდა (79)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - ტეტე, მარსელო, დიაქაბი, მარშალი - ნდომბელე, ტუსარი (69. ფერი), ოარი - კორნე, მარიანო დიასი (75. მაოლიდა), დეპაი (79. გუირი)
გაძევება: მარლონი (70. ნიცა)

მარსელი-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 ტოვენი (31)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, აბდენური, ამავი - მ. ლოპესი, ლუის გუსტავო - ტოვენი (89. საკაი), სანსონი (79. ზამბო), პაიე (72. ოკამპოსი) - მიტროღლუ

მონაკო-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 კავანი (19), 0:2 ნეიმარი (52-პენ), 1:2 ჟოაო მოუტინიო (81)
მონაკო (5-3-2): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი (62. რონი ლოპეში), ჟორჟე - ტილემანსი (67. ღეზალი), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო - ფალკაო, კეიტა (79. სიდიბე)
პსჟ (4-1-2-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა (69. ი. ბერჩიჩე) - რაბიო - ვერატი, დრაქსლერი (82. პასტორე) - მბაპე, კავანი (82. დი მარია), ნეიმარი


ბომბარდირები: 16 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 10 - მარიანო დიასი (ლიონი); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ).

მომდევნო ტური
28 ნოემბერი: ამიენი-დიჟონი, სტრასბური-კაენი, ბორდო-სენტ ეტიენი;

29 ნოემბერი: ანჟერი-რენი, გენგამი-მონპელიე, ლიონი-ლილი, მეცი-მარსელი, ნანტი-მონაკო, ტულუზი-ნიცა, პსჟ-ტრუა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული