"ჩემ შეცვლას ჩქარობ" - რონალდოს სანტუშთან კონფლიქტი აქვს

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი სამხრეთ კორეასთან (1:2) მატჩში 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის 65-ე წუთზე შეცვლა გახდა, რის გამოც რონალდო განრისხდა და პორტუგალიელთა თავკაც ფერნანდო სანტუშს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "შენ ჩემ შეცვლას ჩქარობ".

როგორც ჩანს, კრიშტიანოს მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს. შეგახსენებთ, შვეიცარიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში (6:1) შემტევი სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა.

პორტუგალია მეოთხედფინალში მაროკოს დაუპირისპირდება. მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

alt მორიგი სკანდალი? რონალდომ სათადარიგო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშზე

უარი თქვა

alt"სამწუხაროა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი..." - ჯორჯინა როდრიგესი რონალდოს სათადარიგოთა შორის დატოვებას გამოეხმაურა


მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა უთქვამს კაცო უგინებია ფაქტიურად და ეგაა.DDD
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული