დიდიე დეშამი: საფრანგეთის ნაკრების მთავარი მიზანი მერვედფინალში გასვლაა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დეშამის თქმით, გუნდის მთავარი მიზანი მერვედფინალში გასვლაა.

"ორი სერიოზული მოთამაშე დავკარგეთ - კანტე და პოგბა. რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ დანაკლისი სხვებსაც აქვთ.

ჩემი გუნდის მჯერა, ვიცი, რომ ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ. მთავარი მიზანი მერვედფინალში გასვლაა" - განაცხადა დეშამმა.

შეგახსენებთ, მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების პირველი მეტოქე ავსტრალიის ნაკრები იქნება. შეხვედრა 22 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altმსოფლიო ჩემპიონის სტატუსი თამაშებს ვერ მოგვაგებინებს -

დიდიე დეშამი

altდიდიე დეშამი ზიდანის ნათქვამზე: "რეალის" მწვრთნელია და ბენზემაზე ასე უნდა ილაპარაკოს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული