ლიონელ მესი: ამ მდგომარეობაში ყოფნას არ ვიმსახურებდით

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მუნდიალის შესარჩევში ეკვადორთან გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის მატჩში არგენტინის ნაკრებმა სტუმრად ეკვადორი სწორედ მესის ჰეთ-თრიქით დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

- მუნდიალი 2018. სამხრ. ამერიკა: მესიმ ჰეთ-ტრიკით არგენტინა მუნდიალზე გაიყვანა [VIDEO]

"მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენა სიგიჟე იქნებოდა. და ეს არამხოლოდ ჩემთვის, მთლიანად არგენტინისთვის.

ჩვენ ვიმსახურებდით იმას, რომ მუნდიალის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის საკითხი აქამდე გადაგვეწყვიტა. იყო საშიშროება, რომ ტურნირზე ვერ გავსულიყავით, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწიეთ.

ვაგებდით და მატჩის
ბედის შემობრუნება მოვახერხეთ. არგენტინა იმსახურებდა იმას, რომ ეჩვენებინა საკადრისი დონის თამაში.

ასეთ მდგომარეობაში ყოფნას არ ვიმსახურებდით და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა!", - აქვეყნებს ლეო მესის ნათქვამს Ole.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი ფეხბურთის მეფე
დათო
11:05 12-10-2017
0
პარაგვაის ვერ მოუგე,ურუგვაის ვერ მოუგე,ბოლივია,პერუ და ეკვადორსაც თუ ვერ მოუგებდით რატომ არ იმსახურებდით კი მაგრამ?
ზაზა
10:44 12-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული