მენიო "მილანს" ხელფასის გაზრდას სთხოვს - მის ერთ-ერთ შემცვლელად მამარდაშვილი სახელდება

AutoSharing Option
La Gazgetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" მეკარე მაიკ მენიო "როსონერის" ბოსებს ხელფასის გაზრდას და კლუბის ერთ-ერთი ლიდერებივით მაღალ გასამრჯელოს ითხოვს.

ფრანგს "ლომბარდიელებთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ამჟამად სეზონურად 3,6 მილიონს გამოიმუშავებს. მაგალითად, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის რაფაელ ლეაოს ხელფასი კი 7 მილიონი ევროა.

გავრცელებული ცნობით, ახალ გასამრჯელოზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინფორმაციისთვის, "მილანში" მენიოს ერთ-ერთ შემცვლელად საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კიპერი გიორგი მამარდაშვილიც სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული