"ნაპოლი" "შახტარის" შემტევის შეძენას ზაფხულში შეეცდება

AutoSharing Option
TUTTO mercato WEB-ი იტყობინება, რომ იანვარში "შახტარმა" 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი "ნაპოლის" და "იუვენტუსს" 40 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა, მაგრამ ნეაპოლური გუნდი ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება.

სუდაკოვს "შახტარმა" კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, ხელფასი 1.5-2 მილიონ ევრომდე გაუზარდა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონია.

გამოცემა ვარაუდობს, რომ "შახტარი" სუდაკოვის 75 მილიონ ევროდ გაყიდვაზე დათანხმდება, მაგრამ გადაიხდის ამხელა თანხას ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი?

მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს ჩვენი ეროვნული ლიგა იწყება!
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კლუბებს,ბევრი საინტერესო მატჩი,ხარისხობრივი წინსვლა და თვითმყოფადი ბიჭების გამოჩენა!!
წინსვლა-აღმასვლა ჩვენს ფეხბურთს!!!
კოლხიდელი
19:00 01-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული