"ფეხბურთელები შოკირებულნი იყვნენ, შესვენებაზე გასახდელში სიგარეტის მოწევა რომ დაიწყო" - "ნაპოლის" მწვრთნელის და თამბაქოს ამბავი

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი იტალიური სამენეჯერო სკოლის მხრიდან ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც თამბაქოს აქტიური მომხმარებელია.

ყველას კარგად მოგეხსენებათ მაურისიო სარის ამბავი, რომელიც საღეჭ თამბაქოს იყენებს მატჩების დროს, რათა სიგარეტის სურვილი მოიკლას.

გუშინ, სერია A-ს მე-19 ტურში, "ნაპოლი" "ტორინოსთან" გასვლაზე 0:3 განადგურდა. მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" დამრიგებელი წინა ტურში გაძევებული გახლდათ და ამიტომ მატჩს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა.

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა შენიშნეთ კადრები, სადაც ჩანდა, რომ გამოცდილ სპეციალისტს ხელში თამბაქო ეჭირა და შეხვედრას ისე უყურებდა.

სწორედ მაცარის უკავშირდება პრემიერლიგაში მოღვაწეობის დროს საინტერესო ისტორია.
მას "უოტფორდი" ახალი ჩაბარებული ჰყავდა და გუნდი ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრას თამაშობდა.

The Sun-ი წერს, რომ შესვენების დროს გასახდელში იტალიელმა თამბაქოს მოწევა დაიწყო, რამაც ფეხბურთელები შოკირებული დატოვა.

მაცარი ადრეც გახვეულა უფრო დიდ ინციდენტებში. მაგალითად, როდესაც 2010 წელს ის "ნაპოლის" წვრთნიდა, გუნდი "ენფილდზე" "ლივერპულთან" ევროპის ლიგის მატჩისთვის ვარჯიშობდა.

ინგლისში სტადიონებზე მოწევა დაშვებული არ არის, მაგრამ მაცარის ეს სრულიად არ ანაღვლებდა და ვარჯიშის დროს თამბაქო მოწია.

Sportall.Ge

იტალიური პრესა წერს, რომ თუ "პარტენოპეიმ" თამაში არ გამოასწორა, აურელიო დე ლაურენტისი 62 წლის სპეციალისტს სეზონის ბოლომდე აღარ აცდის. 

მკითხველის კომენტარები / 16 /
მწეველი არ ვარ მაგრამ ვინც ეწევა იმათან არაფერი პრეტენზია არ მაქვს. ფეხბურთელები ბევრი ვიცი ვინც ეწეოდა, მაგრამ ამას თამაშში ხელი არ შეუშლია. ელკაიერ ლარსენი, დენილსონი, ზიდანი (კარიერა რომ დაასრულა მერე მიატოვა) ასე რომ არცაა განსახილველი. ისე სტადიონზე რომ აკრძალულია მოწევა ამას მივესალმები.
დავით 67
02:23 09-01-2024
10
თქვენს ხელში "ტარიანს" რომ არ გაუკიდა
ზ. ვ.
20:32 08-01-2024
5

სიახლეები პოპულარული