ნეაპოლში წელსაც სკუდეტოზე ფიქრი დაიწყეს - ლობოტკა მორიგ ტრიუმფს უმიზნებს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "სალერინტანას" 2:1 სძლია. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ, DAZN-ს უთხრა, რომ წელსაც სკუდეტოს მოპოვება სურთ:

"ადვილი თამაში არ იყო, ძალიან ბედნიერები ვართ მიღწეული შედეგით და ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

რა იქნება წელს ჩვენი მიზანი? - კვლავ სკუდეტოს მოგება! ეს ძალიან რთული იქნება, რადგან "მილანი" და "ინტერი" სატრანსფერო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ.

მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხასიათი, გუნდურობა და ყველაფერს ვიზამთ, რომ სკუდეტო კვლავ ჩვენ დაგვრჩეს", - თქვა ლობოტკამ.

ინფორმაციისათვის, არასრული 11
ტურის შემდგომ "ნაპოლის" 21 ქულა აქვს და ლიდერ "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Მეკარე კატასტროფა, დაცვის ცენტრი სუსტი, ნახევარდაცვა ისე რა, მარტო თავდასხმის იმედად ჩემპიონობაზე ოცნება?!
Ზაზა
23:10 05-11-2023
4
წელს კვარა და ნაპოლი კვლავ მოიგებს სკუდეტოს და კვარა მომავალ წელს რეალში ითამაშებს.
ტორპედოელი
21:10 05-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული