"იუვენტუსმა" სტუმრად კაცნაკლულ "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „იუვენტუსმა“ გასვლაზე „მილანი“ 1:0 დაამარცხა.

მე-40 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო ტიავი გააძევეს და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. 63-ე წუთზე კი ლოკატელიმ მირანტეს კარი დალაშქრა და სტუმრებს გამარჯვება მოუპოვა.

"იუვემ" "როსონერის" 2021 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოუგო - ამ პერიოდში ორჯერ დამარცხდა და სამჯერ ფრედ ეთამაშა.

22 ქულით ლიდერი „ინტერია“, 21 ქულით მეორე ადგილზე „მილანია“, 20 ქულით მესამეზე - „იუვენტუსი“, ხოლო „ფიორენტინა“ და „ნაპოლი“ 17-17 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

„მილანს“ ორი მნიშვნელოვანი გასვლითი შეხვედრა ელის: 25
ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან და 29 ოქტომბერს იტალიის პირველობაზე „ნაპოლისთან“. „იუვენტუსს“ ბოლო 4 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია,  ამ პერიოდში 3 გამარჯვება მოიპოვა, ერთხელ ფრედ ითამაშა და 28 ოქტომბერს „ვერონას“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - იუვენტუსი 0:1
გოლი: ლოკატელი (63)
გაძევება: ტიავი (40)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვიჩუნდა რა იყო შეგჭამეს და მოგინელეს დღეს? ჯერ სად ხარ, ახლა ბრაგას დროა.
ფორცა იუვე
01:59 09-12-2023
2

სიახლეები პოპულარული