ოსიმენმა თავისი და დააჭერინა - ეს "ნაპოლის" სკანდალური ტრანსფერის გაგრძელებაა?

AutoSharing Option
areanapoli-ს ცნობით, "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი და, ესთერი სამართალდამცავ ორგანოებს დააკავებინა. ნიგერიაში ესთერის დაკავების ვიდეო მისმა მეუღლემ ოსიტა ოკოლომ "ტვიტერით" გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ესთერი ვიქტორის "ლილიდან" "ნაპოლიში" განხორციელებულ ტრანსფერში მონაწილეობდა და ფულის გამო უთანხმოება ჰქონდათ. "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, დას ძმისგან 470 ათასი ევრო უნდა მიეღო.

"ვიქტორ ოსიმენმა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტის თანამშრომლები მისი დის (ჩემი მეუღლის) დასაკავებლად გამოგზავნა - საქმის გამო, რომელიც ჩვენს შორის ჯერ კიდევ სასამართლოშია", - წერს ოსიტა ოკოლო.

ოსიმენი "ნაპოლიმ" "ლილისგან" 2020 წლის 30 ივლისს კლუბისთვის
სარეკორდო თანხად, 70 მილიონ ევროდ (პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით შეიძინა) და ეს აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გახდა. ვარაუდობდნენ, რომ თანხა ხელოვნურად გაზრდილი იყო და თაღლითობას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული საკითხით რომის პროკურატურა გასულ წელს დაინტერესდა.

საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ალა ვალ ოსი სენი წირიმე
ოსიმენი
22:17 15-10-2023
1
რა ჩემი საქმეა ან სხვისი კიდევ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მაგარი და-ძმობა ჰქონიათ. აგერ, სალაჰი ან სადიო ნახეთ, როგორ ეხმარებიან თავიანთ გაჭირვებულ ხალხს, სოფლები აუშენეს, სკოლები, საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები, მოსწავლეებს სკოლებში სტიპენდიებიც კი დაუნიშნეს. ესენი კი ერთმანეთს სასამართლოში ათრევენ. არა მგონია სწორი იყოს ასეთი საქციელი.
გულშემატკივარი
18:54 15-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული