"მილანმა" ოფიციალურ მაღაზიაში მეკარის მაისურებში ჟირუს ფორმაც დაამატა - ხუმრობას არც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩამორჩა

AutoSharing Option
"მილანის" ოფიციალურმა მაღაზიამ ახალი მეკარის მაისური გამოუშვა, რომელზეც გვარად ჟირუა დატანილი.

შეგახსენებთ, 37 წლის თავდამსხმელმა გასულ ტურში, "ჯენოასთან" (1:0) მატჩში, მაიკ მენიო ჩაანაცვლა, კარში ჩადგა და ერთი მშვენიერი სეივიც შემოგვთავაზა, რის შემდეგაც "როსონერის" გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

ამის შემდეგ იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდის გულშემატკივრებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ფრანგი შემტევის გვარით მეკარის მაისური შეეძინათ და "შავ-წითლებმაც", რა თქმა უნდა, ეს თხოვნა შეასრულეს.

აქვე გეტყვით, რომ "მილანის" მსგავს ხუმრობას არც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩამორჩა და სოციალურ ქსელში იხუმრა, როდესაც
ოლივიე მეკარეთა სიაში გამოიძახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული