"დამნაშავე ისაა, ვინც ამის თქმის უფლებას აძლევს" - ლეაო ჟურნალისტს გამოეხმაურა, რომელმაც მოწინააღმდეგეს მის შესაჩერებლად ფეხის მოტეხა დაუსახელა

AutoSharing Option
ერთ-ერთ იტალიურ საფეხბურთო გადაცემაში სტუმრობისას, ჟურნალისტმა მიშელ კრისსიტიელომ განაცხადა, რომ რაფაელ ლეაოს შესაჩერებლად მეტოქეებმა პორტუგალიელს ფეხი უნდა მოტეხონ.

"როგორ შევაჩეროთ ლეაო? მოტეხეთ ფეხი და გაჩერდება".

ამ განცხადებას თვითონ ფეხბურთელიც გამოეხმაურა:

"პრობლემა ის არაა, რომ ვიღაცამ ეს თქვა; დამნაშავე ისაა, ვინც ამის უფლება მისცა".

შეგახსენებთ, "მილანი" სერია A-ში 56 ქულით მე-4 ადგილს იკავებს ("რომასაც" 56 ქულა აქვს) და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. ამასთან ერთად, "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, ფინალის საგზურისთვის კი თანაქალაქელ "ინტერს" შეხვდება.

რაც შეეხება ლეაოს, რაფაელი სანაკრებო პაუზის
შემდეგ მაგარ ფორმაში შევიდა, გამართულ 6 შეხვედრაში კი თავი 4 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბურთის მიღებაში და 'რაზგონის' აღებაში უნდა შეუშალონ ხელი.
ყარამან შინდაგორიძე
10:07 27-04-2023
1
რუსეთის ჩემპიონატი გამახსენდა,მწვრთნელი(მგონი სწორად მახსოვს და კრილია სოვეტოვთან თამაშობდნენ)როგორ უყვიროდა თავის ფეხბურთელებს,ფეხი მოსტეხეთო,კვარაცხელიას.ტელევიზორშიც კი ისმოდა,მისი ყვირილი.
სოსო
08:48 27-04-2023
6

სიახლეები პოპულარული