დაასრულა სეზონიც და კარიერაც? - ზლატანს მორიგი ტრავმა აქვს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" 2:0 სძლია, თუმცა ეს შეხვედრა "როსონერის" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის მაინც ცუდად მოსაგონებელი გახდება.

41 წლის შვედი მოედანზე გამოსასვლელად ემზადებობდა, რა დროსაც დისკომფორტი იგრძნო და სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა.

SemperMilan-ის ცნობით, ვეტერან თავდამსხმელს, სავარაუდოდ, წვივი აქვს დაზიანებული, რის გამოც, დიდი ალბათობით, სეზონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს.

მოგეხსენებათ, ზლატანს ამ ზაფხულს "როსონერისთან" კონტრაქტი ეწურება, "მილანი" კი ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს და იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული