"ლესტერის" გადარჩენა დინ სმიტს მიანდეს

AutoSharing Option
"ლესტერმა" გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი დინ სმიტი გახდა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე დამოძღვრავს. აღსანიშნავია, რომ მისი ასისტენტი ლეგენდარული ინგლისელი მცველი ჯონ ტერი იქნება.

მედიაში იწერებოდა, რომ "მელიებს" ჯესი მარში ჩაიბარებდა, თუმცა ამერიკელ სპეციალისტთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

სმიტს საკმაოდ რთული მისია დაეკისრა, "ლესტერი" გასავარდნ ზონაშია და თანაც შემდეგ ტურში გასვლაზე "სიტის" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ "მელიებს" გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული