"წმინდანები" განრისხებულმა "ქალაქელებმა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 10 მარტს, "მანჩესტერ სიტიმ" "საუთჰემპტონს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 5:2 დაამარცხა.

მატჩის დებიუტშივე, მე-15 წუთზე, "ქალაქელები" კევინ დე ბრუინმა დააწინაურა. "წმინდანებმა" წონასწორობა 25-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანით აღადგინა, რომელიც ჯეიმს პროუსმა ზუსტად შეასრულა.

თითქოს პირველი ტაიმი ფრისკენ მიდიოდა, როდესაც რიად მაჰრეზმა ჯერ თვითონ გაიტანა, შემდეგ კი, შესანიშნავი ცრუ მოძრაობებისა და დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და ილქაი გიუნდოგანმა "საუთჰემპტონი" მე-3 გოლით დასაჯა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, პეპ გვარდიოლას შეგირდების უპირატესობა რიად მაჰრეზმა 55-ე წუთზე გაზარდა, თუმცა 1 წუთის შემდეგ ჩი
ადამსმა სხვაობა ისევ შეამცირა.

საბოლოო ანგარიში კი ბელგიელმა ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა დასვა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში, მაჰრეზის მსგავსად, დუბლი შეასრულა.

29 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" 68 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "საუთჰემპტონს" 33 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს.

"ქალაქელები" მომდევნო მატჩს 14 მარტს, "ფულემის" წინააღმდეგ გამართავს. "წმინდანები" ამავე რიცხვში "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული