ჰოილეტ, ბეტონის თავი გაქვს - "კარდიფის" ფეხბურთელმა შეჯახების შემდეგ ფოტო გამოაქვეყნა

AutoSharing Option
"კარდიფის" მცველმა ჯო ბენეტმა თანაგუნდელ დევიდ ჰოილეტთან შეჯახების დროს საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო.

ჰოილეტი მოედანს დაუბრუნდა, ხოლო ბენეტი საკაცით გაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ მან "ტვიტერზე" ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება მისი სახე შეჯახების შემდეგ.

"ჰოილეტ, ბეტონის თავი გაქვს. ყველაფერი წესრიგშია, მოტეხილობა არ არის. ბიჭებმა კი კარგი შედეგი დადეს", - დაწერა ფეხბურთელმა.

"კარდიფმა" მატჩი 2:1 მოიგო და ამჟამად ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული