პოლიციელმა "ლიდსის" გულშემატკივრებთან ერთად იმღერა და დირიჟორის ფუნქციებიც შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალიან რთულია, საყვარელი გუნდის თამაშისას გულშემატკივრებს წესრიგისკენ მოუწოდო.

მაგალითად, დაცვის თანამშრომელმა ვეღარ მოითმინა და "ლიდსის" გულშემატკივრებს სიმღერაში აყვა. ეს ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს და, სავარაუდოდ, სამსახურით აღფრთოვანებული არ არის (რადგანაც თამაშის ყურების საშუალება არ აქვს), მარტო სიმღერას როდი დასჯერდა, გულშემატკივართა გუნდის დირიჟორის ფუნქციებიც კი შეასრულა.

მასპინძლებმა "ნიუპორტთან" მატჩი მაინც ვერ მოიგეს, სამაგიეროდ, თამაშის შემდეგ, პოლიციელმა მისით აღტაცებულ გულშემატკივრებთან ერთად სურათები გადაიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული