მოსალოდნელი ტრანსფერი: "მანჩესტერის" მიზანშია ნაინგოლანი!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" თურმე ძალიან უნდა "რომას" ერთ-ერთი ლიდერის, ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის გადაბირება. იტალიური და ინგლისური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნაინგოლანზე დასაკვირვებლად "იუნაიტედის" სელექციონერები "რომას" ერთ-ერთ მატჩს დაესწრნენ.

ნაინგოლანი, ვინც ამჟამად 29 წლისაა, "იუნაიტედს" 36 წლის მაიკლ ქერიკის შემცვლელად სჭირდება. ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, ამ სეზონის დასრულების შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს. ნაინგოლანს "რომასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს.

გეხსომებათ, ზაფხულში მას არაერთი მსურველი ჰყავდა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ის 45 მილიონ ევროდ არ გაყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული