FIFA-მ "ლესტერს" ადრიენ სილვას დარეგისტრირების უფლება არ მისცა

AutoSharing Option
ინგლისის ექსჩემპიონის, "ლესტერის" ახალწვეული ადრიენ სილვა "მელიების" შემადგენლობაში იანვრამდე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ისაა, რომ FIFA-მ ინგლისური კლუბის შემთხვევაში გამონაკლისი არ დაუშვა და პორტუგალიელი ნახევარმცველი "ლესტერის" ფეხბურთელად არ დაარეგისტრირა.

ადრიენ სილვა "ლესტერში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს, ლისაბონის "სპორტინგიდან" 22 მილიონ ფუნტად გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელს დენი დრინკუოტერი უნდა შეეცვალა, მაგრამ ამას იანვრამდე ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი ისაა, რომ "ლესტერმა" FIFA-ში საჭირო საბუთების დროულად გაგზავნა ვერ მოასწრო და დამატებით 2 საათი ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული