გარი ლინეკერი ტრამპს თხოვს, ბირთვული ომი არ დაიწყოს...

AutoSharing Option
როგორც იცით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა არაკეთილგონივრულად მოიქცევა, მათ ქმედებებს საკადრის პასუხს გასცემს.

ტრამპის განცხადებას ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდი გარი ლინეკერი ტვიტერით გამოეხმაურა და მიმართა, ამ უქმეებზე პრემიერლიგა იღებს სტარტს და ეგებ ბირთვული ომი არ დაიწყოთო.